ძლიერ მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი ემსხვერპლა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის გარდა, საბერძნეთის კუნძულ სამოსზეც დაფიქსირდა, სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. ისინი კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მოზარდების ცხედრები მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს, ნანგრევებში იპოვეს, რომელიც კუნძულზე ამ დრომდე გრძელდება.

სხვა ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. დაშავებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. ბოლო ინფორმაციით, მათი რაოდენობა კვლავაც რვას შეადგენს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს