არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც ხელს უშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ამავე დროს, არავის მისცემს პროვოკაციების მოწყობის საშუალებას. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ფაქტები ჩრდილს აყენებს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

„ხელისუფლება ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ, არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია",-განაცხადა კობახიძემ.

მან კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციების შესაძლო მოწყობაზე გააკეთა და აღნიშნა,რომ ხელისუფლება მსგავს ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„იმ ინფორმაციამ, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას, გარკვეულწილად უზრუნველყო ამ პროვოკაციების პრევენცია. თუმცა, ჯერ საარჩევნო დღე მხოლოდ ახლა დაიწყო. დაველოდოთ დღის ბოლოს. რაც მთავარია, სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რომ რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ისეთ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას",-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა