„ლელო“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 12 საათიდან 14:00 საათამდე სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

დათუნაშვილის თქმით, დროის ამ მონაკვეთში გამოვლინდა დარღვევის 14 ფაქტი, რომლიდანაც უმრავლესობა მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან.

დათუნაშვილმა ამომრჩევლებს დემოკრატიული არჩევანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია ახალ ძალას და იმედს მისცენ ხმა. დღევანდელი არჩევნები კი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„12:00 საათიდან ამ მომენტამდე 14-მდე დარღვევა დავაფიქსირეთ. ძირითადი აქცენტი მინდა გავაკეთო ამომრჩევლის მოსყიდვისა და მათი არჩევანზე ზეგავლენის ფაქტებზე. მასობრივად ხდება ასეთი შემთხვევები“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა და პარტიის ხელთ არსებული დარღვევები გაასაჯაროვა.

მისი თქმით, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. საბურთალოს #40 უბანი - უცნობმა პირმა, რომელიც არც კომისიის წევრია და არც დამკვირვებელი, აიღო სია უბნის ტერიტორიიდან, მაგიდიდან და გაიტანა გარეთ. 2. საბურთალოს #31 უბანზე - პირი დარეგისტრირდა წარმომადგენლად და უბნის მახლობლად 60 მეტრიანი რადიუსის დარღვევით ეწევა ოცნების სასარგებლო აგიტაციას. 3. კასპის #1 უბანზე ხმა მისცა პიროვნებამ, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირდებოდა. 4. რუსთავის #55 უბანზე არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება, კერძოდ, კომისიის წევრი, ვინც ამოწმებს პირადობის მოწმობას, არ სთხოვს ამომრჩეველს პირბადის დროებით მოხსნას იდენტიფიცირებისთვის. 5. ქედის #3 უბანი, სოფელი ბორცვა - ადამიანებს აქვთ დასურათებული ამომრჩეველთა სიები, რომლებიც ძალიან ჰგავს სამაგიდო სიებს, ამ სიების მიხედვით გარკვეული პირები ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას. 6. ხულოში - სოფელ ზემო ვაშლოვანის უბანზე წარმომადგენელი ოცნებიდან ფოტოს უღებს ყველა ადამიანს, ვინც გამოცხადდება საარჩევნო უბანზე. 7. ოზურგეთის #11 უბანზე, სოფელ ლაითურში, თავგასულობის ახალი სიმაღლე დაგვანახეს - უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცნების კოორდინატორები პირდაპირ და ღიად არიგებენ ფულს ხმების სანაცვლოდ. 8. ჭიათურაში #53 - სოფელ წასში და #31 სოფელ დარკვეთის საარჩევნო უბანთან, უბნის მახლობლად გაჩერებულია ოცნების წარმომადგენლების მანქანები, გაჰყავთ გვერდზე ადგილზე მისული ამომრჩეველი და სავარაუდოდ არიგებენ ფულს. 9. მთაწმინდის #16, 10 და 23 უბნებზე - უბნების წინ ქართული ოცნების წარმომადგენლები დგანან დასურათებული სიებით და ინიშნავენ მომსვლელებს, ხოლო #12 უბანზე ფოტოებს უღებენ უბნის შესასვლელთან ამომრჩევლებს. სიები შეიცავს პირად ინფორმაციას. 10. ხარაგაულის #36 უბანთან, სოფელ ისრალში, აიპის თანამშრომელი გიორგი ჭიპაშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენელი თემურ ჭიპაშვილი მოუწოდებენ ამომრჩეველს უბანთან, რომ ფოტოები გადაუღონ შემოხაზულ ბიულეტენს და აჩვენონ მათ. 11. ფოთის #1 უბანი - ფიქსირდება სავარაუდო კარუსელის ფაქტი, ლელოს მხარდამჭერები, ერთი ოჯახიდან 4 ადამიანი გამოცხადდა უბანზე და მათ ადგილას სიაში უკვე ხელი მოწერილი დახვდათ ოთხივეს შემთხვევაში. 12. ქუთაისის #74 უბანზე, დეზინფექციის მიზნით, დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი. ამ დროს კენჭისყრის დარბაზში დარჩა მხოლოდ დამლაგებელი, ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. მცირე დროის შემდეგ კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა