სერგი კაპანაძე - ამ სურათით  არჩევნების ლეგიტიმურობას სერიოზული საფრთხე ექმნება

ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას სერიოზული საფრთხე ექმნება , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით როგორ მიმდინარეობდა არჩევნები, როგორი ტიპის დარღვევები იყო. მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში დაწყებული მოსყიდვით, გაგრძელებული დაშინებით, უბანზე დარღვევებით, მათ შორის ხმის მიცემით ისე, რომ დაკვირვების ქვეშ იყვნენ ამომრჩევლები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, ვნახეთ პირდაპირ ფულის დარიგებები და ძირს დაყრილი ბიულეტენები და ბევრი სხვა ტიპის დარღვევა, მათ შორის იარაღიც საარჩევნო უბნებთან, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გვირგვინდება იმით, რომ გავიდა რამდენიმე საათი საარჩევნო დღის დამთავრებიდან, 7 საათია გასული და ჯერ წინასწარი შედეგები არ არის გამოქვეყნებული და არავის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის რამდენი ხმა აქვს.

ასევე აშკარად ვხედავთ, რომ ცესკო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც აწყობს "ქართულ ოცნებას", ანუ იმ უბნების მონაცემებს, სადაც "ქართული ოცნება" არის წინ და არა იმ ოლქების ინფორმაციას, სადაც ვიცით, რომ იქნება მეორე ტურები.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან არის მცდელობა მოახდინონ მანიპულაცია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეულ უბანზე თითოეული ხმა იყოს დაცული.

"ქართულ ოცნებას" არ დავაშვებინებთ, რომ გააყალბოს ხმები და ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას ექმნება სერიოზული საფრთხე“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა