ცესკო-ს შენობასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ხმაურია

ცესკოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა.

საპატრულო პოლიციის წევრები ცესკოს შენობასთან მყოფ პირებს ცესკოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიების, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ცესკოში გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ცესკომ მონაცემები გააყალბა და ის არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა