თაკო ჩარკვიანი - ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ

ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროპორციული სიის მეორე ნომერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა. ჩარკვიანმა სხვა პარტიის წარმომადგენლებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„პარლამენტში შესვლა არ შეიძლება. მე დღეს თამამი ვარ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს თქვენგან მოცემული მანდატი, თამამად გეტყვით, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ. მინდა ვთხოვო ასევე ჩემს კოლეგებს, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. თუ აღმოჩნდება ის ერთი თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის წინაშეა. რუსთაველზე მოსვლა ხმების დაცვა ჯერ კიდევ არაა, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა, აი ესაა ვაჟკაცობა“,-აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს