პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში 4 ნოემბრიდან დაწესდება. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. მისი თქმით, კარანტინის წესები 121 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონსა და პორტოსაც მოიცავს. აღნიშნული არეალი ჯამში პორტუგალიის მოსახლეობის 70%-ს მოიცავს, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პორტუგალიაში კორონავირუსის 140 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი