ვანო მაჭავარიანი -  ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციაში საერთო მოქმედების გეგმაზე შეთანხმება შედგეს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ექსპერტის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახლა ოპოზიციაში შედგეს შეთანხმება საერთო მოქმედების გეგმაზე. როგორ მან განაცხადა, საბაბი, რომ არჩევნების შედეგი ოპოზიციამ არ მიიღოს, აქვთ.

„დათვლის პროცესი მიმდინარეობს, არის მთელი რიგი გადაცდომები, პრობლემები საარჩევნო უბნებზე, მათ შორის ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ დათვლის პროცესში იყო უზუსტობები და ეს ცდომილება 8 პროცენტამდე აღწევს, რამაც შეიძლება არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ადრეა კონკრეტული დასკვნის გამოტანა ოპოზიციური პარტიებისთვის. ცხადია, რომ „ოცნებამ“ , სადაც ჰქონდა პრობლემები, ამ ბიულეტენებით მანიპულირება მოახდინა, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზიების მიერ არ დარჩა შეუმჩნეველი. ეს იქნება მნიშვნელოვანი მიზეზი, ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინონ ქუჩაში იქნება თუ საარჩევნო უბნებთან. მნიშვნელოვანია ახლა ოპოზიციაში შედგეს შეთანხმება საერთო მოქმედების გეგმაზე, მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების, ამომრჩევლის მზაობა, რომ დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი ამ მიმართულებით, ცესკოს შედეგები, პარალელური დათვლის შედეგები, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნათელი, რომ ის განსხვავება, რაც დაფიქსირდა დარღვევების სახით საარჩევნო უბნებზე და არჩევნების შედეგზე იქონია გავლენა, იქნება განმსაზღვრელი თუ არა საბოლოდ. ახლა მთავარია რას მოიმოქმედებენ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა