ანდრიუს კუბილიუსი - შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომელიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს, როგორიცაა: დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა

რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურების მხრივ, ეს არჩევნები საქართველოსთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა, - განუცხადა ევროპარლამენტარმა და ევრონესტის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსს“.

კუბილიუსის თქმით, ის არჩევნებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მოწოდებას თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან ელოდება.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომელიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს როგორიცაა: დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა. თბილისში ევროკავშირის დელეგაციისგან დამატებით ინფორმაციებს ველოდებით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს