FBI ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებსა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის მომხდარ ინციდენტს იძიებს

FBI პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, საარჩევნო შტაბის წევრებსა და მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხარდამჭერებს შორის ტეხასში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ორი დღის წინ მოხდა, როდესაც ავტობუსს, რომელშიც ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრები ისხდნენ, ტეხასის ავტომაგისტრალზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა რამდენიმე ათეული ავტომობილით გზა გადაუღობეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოაქვეყნა წარწერით : „მე მიყვარს ტეხასი.“

პრეზიდენტის მტკიცებით, მისმა მხარდამჭერებმა ჯო ბაიდენის საარჩვენო შტაბის ავტობუსი დაიცვეს. „დემოკრატები“ კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი საკუთარი მხარდამჭერების მიერ დაშინების ფაქტების განხორციელების წახალისებას ახდენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა