გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეფასებებში, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის დასკვნაში, არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევაა წარმოჩენილი

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, საერთაშორისო შეფასებებში, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოჩენილია არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევა.

წერეთლის თქმით, „ყველა ის მექანიზმი, რაც საფუძვლად ჰქონდა ამ არასამართლიან არჩევნებს, ამ დასკვნის პირველ აბზაცშია”.

„რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების დასკვნას, განსაკუთრებით კი ეუთო/ოდირის დასკვნას, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ყველაფერი ძალიან დადებითად და კარგად შეფასდა, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. პრაქტიკულად, ყველა ის მექანიზმი, რაც საფუძვლად ჰქონდა ამ არასამართლიან არჩევნებს, არის ამ დასკვნის თუნდაც პირველ აბზაცში, სადაც ნახსენებია ამომრჩეველზე ზეწოლა, ნახსენებია ადმინისტრაციული რესურსი, სადაც არის უნდობლობა საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არის იმგვარი საფუძვლები, რომელიც იძლევა სერიოზული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა”,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების შეფასების წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

„ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებლივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო”,-აღნიშნულია დასკვნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა