ამირან გამყრელიძე - ახალი შემთხვევებიდან 70%-მდე არის სიმპტომებიანი პაციენტი - ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა.

„ყველა ამ ახალი შემთხვევებიდან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, დაახლოებით 70% არის სიმპტომებიანი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ „პისიარ“ კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ჯგუფი, ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები.

საყურადღებოა, რომ ოდნავ დაიკლო ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა, რომელიც ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. დღევანდელი რიცხვით ჩვენ გვაქვს 91 შემთხვევა.

ყველა რეგიონში ფიქსირდება შემთხვევათა ზრდა შემოდგომის სეზონზე, მათ შორის, ჩვენთან. ეს პროგნოზების მიხედვით კვლავ მზარდი დარჩება. ამიტომ, ყურადღება პრევენციულ ღონისძიებეზე“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ