გუბაზ სანიკიძე - ჩვენ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიტაცებასთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან

სამწუხაროდ, მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა. ახლა გამოდის ორფეროვანი შავი და თეთრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, რადგან ხელისუფლებას „ეს არჩევნები არ შერჩება".

„ჩვენ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიტაცებასთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ამ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებით. სამწუხაროდ, მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა. ახლა გამოდის ორფეროვანი შავი და თეთრი იქნება - ჩვენ და ისინი, საქართველო და საოკუპაციო რეჟიმი. ამიტომ ოპოზიცია ვართ ინტენსიურ კონსულტაციებში, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებთ, ეს იქნება საგარეო მიმართულება საყოველთაო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ქვეყნის შიგნით პირველი მთავარი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა. აუცილებლად დავგეგმავთ აქციებს, უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედოთ ქართველ ხალხთან ერთად. ამ ხელისუფლებას ეს არჩევნები არ შერჩება. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება და ჩვენც უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება აბსოლუტურად სხვა რეჟიმში",-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა