ვენის ცენტრში, სინაგოგასთან სროლა იყო, არიან დაჭრილები

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან მომხდარი სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა პოლიციის ოფიცერი.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

BBC-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი შეაფასა როგორც "ტერაქტი" და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალა, ერთი კი გაიქცა.

ვენის ცენტრში პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა