დავით ბაქრაძე სააკაშვილზე - უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება - თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას

უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლის ხაზი გადის საქართველოში და მას ქმნიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ახლაც ერთ დარბაზში ერთად არიან. ბაქრაძე განმარტავს, რომ მათი პოზიცია იყო „არა - „ქართულ ოცნებას“ და არა - მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“ და „ევროპული საქართველო“ ახლაც ასეთივე პოზიციაზე რჩება.

„პირველ რიგში აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე და საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში დღეს არის შეკრებილი - ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წავიდნენ და ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ და ისინი ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ. აი აქ გადის ბრძლის ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძლიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით - ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,“- განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა