ამირან გამყრელიძე - ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს, მაგრამ ყველამ კეთილი ვინებოთ, დავიცვათ წესები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, რეგულაციები კი რომელიც არსებობს მოსახლეობამ უნდა დაიცვას.

“იმ აქციებზეც, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა დავიცვათ წესები. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ ყველამ, დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს",-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირბადეების ტარება დახურული სივრცეების გარდა, ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება.

იხილეთ ვიდეო: ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს, მაგრამ ყველამ კეთილი ვინებოთ, დავიცვათ წესები - ამირან გამყრელიძე

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ