ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში.

ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

„ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სამინისტროს გაგვაჩნია კონკრეტული კოეფიციენტები, რომელიც დადგენილია ინფექციის გავრცელების რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ტესტია ჩასატარებელი. კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც ინტერესიდან გამომდინარე სურთ ჩაიტარონ ტესტი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვირუსის გავრცელების იმ ეტაპზე ტესტის ჩატარება არის არაეფექტური. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში არანაირი რიგები არ გვექნება. თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში და არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.

დღეს მუშაობს 30 ლაბორატორია და ისინი აკმაყოფილებენ ყველა იმ მოცულობას და გამტარობას, რომელიც დღესდღეობით საქართველოსთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ