ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ ქუთაისში გარდაცვლილ, კორონავირუსით ინფიცირებულ 26 წლის პაციენტთან დაკავშირებით რეაგირება ან ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის პაციენტი ცხელების და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით კლინიკაში 31 ოქტომბერს მოთავსდა, 1-ელ ნოემბერს კი გარდაიცვალა. როგორც გოგიტიძე აცხადებს, ამ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება 26 ოქტომბერსაც გამოიძახეს, თუმცა, სასწრაფოს მისვლამდე გამოძახება ოჯახის წევრებმა გააუქმეს.

„აღნიშნულ პაციენტთან გამოძახება შემოვიდა 26 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გამოძახების მოტივი იყო დაბალი წნევა. როდესაც სამედიცინო დახმარების ჯგუფის გაშვების წინ დაუკავშირდა ინიციატორს, ოპერატორს მიუთითეს, რომ პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და არ იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის საჭიროება, რის შედეგადაც გაუქმდა 26 ოქტომბერს გამოძახება. მეორე გამოძახება აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, 01:27 საათზე, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მყისიერად გავიდა შემთხვევის ადგილზე და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკა „უნიქალ მედში“. ამ შემთხვევაში გამოძახების მოტივი იყო სუნთქვის გაძნელება. პაციენტი სუნთქვის გაძნელების და ცხელების დიაგნოზით გადაიყვანეს კლინიკაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. მინდა აღვნიშნო, რომ აღებულ იქნა ნაცხი PCR კვლევისთვის და გარდაცვალების მომენტში დადგინდა ის, რომ პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო“, - განაცხადა გოგიტიძემ.

მისივე განცხადებით, ცალსახად არ ადასტურებს იმას, რომ პაციენტთან დაკავშირებით გახანგრძლივდა რეაგირება ან ჰოსპიტალიზაცია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ