მამუკა მდინარაძე - გულწრფელი იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადო - ოპოზიციური პარტიები “ნაცმოძრაობის”  ბულინგის ქვეშ არიან

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები თავად “ნაცმოძრაობის” ბულინგის ქვეშ არიან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა, რომ საკუთარ ამომრჩეველს გამოუცხადოს ბოიკოტი, რადგან მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტია პარლამენტში არ შევა, ის ადამიანები დაკარგავენ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენელს, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოუცხადეს მხარდაჭერა.

მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია თავის პასუხისმგებლობას გაიაზრებს და საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

„პარტიები, რომლებმაც ყველა, თუნდაც ტენდენციური კვლევის შედეგად, იღებდნენ იმავე პროცენტულ მაჩვენებელს ეგზიტპოლის ჩათვლით, რა პროცენტული მაჩვენებელიც დღეს ამ წუთის მდგომარეობით ასახულია მათ შედეგებში ცესკოს შესაბამის საიტზე, არიან დღეს „ნაცმოძრაობის“, შედარებით დიდი პარტიის, ბულინგის ქვეშ. „ნაცმოძრაობის“ გეგმაა თავის ამომრჩეველს გამოუცხადოს ბოიკოტი, იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათ მხარდამჭერებს არ ეყოლებათ საქართველოს პარლამენტში ის ხმა, რომლისთვისაც მხარდაჭერა საარჩევნო ყუთთან გამოხატეს. მე გულწრფელი იმედი მაქვს, ისინი მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ ქვეყანას გამოუცხადო ბოიკოტი. თუკი ვინმე განზრახ ეცდებოდა არჩევნებში ვინმესთვის ხმა მოეპარა, ამ შემთხვევაში ყველა მათი მესიჯი მართალი იქნებოდა, მაგრამ, როდესაც მათ პროტესტს რეალური საფუძველი და სიმართლესთან შემხებლობა არ აქვს, როდესაც ისინი ტექნიკური ხარვეზების გამოყენებით ცდილობენ, დაარწმუნონ ამომრჩეველი და საზოგადოება, რომ მათი ხმა მოიპარა ვიღაცამ, მაშინ ჩვენი ხმებიც მოუპარია იმ ვიღაცას, მაგრამ ასეთი ვიღაცა ბუნებაში არ არსებობს. ეს არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით იყო კონკურენტუნარიანი და ყველა წინა არჩევნებთან შედარებით შეინიშნებოდა პროგრესი, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე მისი აღსრულების დონეზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ თავზე ასაღებია, მათი პასუხისმგებლობის საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ამ პასუხისმგებლობას ისინი გაითავისებენ, არ დაექვემდებარებიან „ნაცმოძრაობისა“ და მათი ერთი თუ ორი ლიდერის ბულინგს და არ გამოუცხადებენ ბოიკოტს საკუთარ ამომრჩეველს,“- განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო