მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ თავადაც გადაიტანა და მოქალაქეებს ოპოზიციის აქციაზე მისვლა არ უნდა ეშინოდეთ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს, თუმცა, უსიმპტომოდ და ეს ანტისხეულების ტესტის გაკეთების შემდეგ გაიგო.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია და მოქალაქეებს არაფრის უნდა შეეშინდეთ, მათ შორის არც ვირუსის.

„მთავარია საზოგადოების ფართო კონსოლიდაცია. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცებია, მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ბევრი ადამიანი ამბობს ამას. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიყავი ინფიცირებული და თითქმის არც გამიგია, მერე ამომიგდო ანტისხეულებზე. არ უნდა გვეშინოდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა ვატაროთ, ხელები უნდა დავიბანოთ. ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. აი, ქვეყნის დაკარგვა კი მართლა მომაკვდინებელია და თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის