არჩილ თალაკვაძე - საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეუთო/ოდირის დელეგაციასთან, მათ გაიმეორეს დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა, რის შედეგადაც პარლამენტი მრავალპარტიული გახდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეუთო/ოდირის დელეგაციასთან და მის ხელმძღვანელთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ, რომ გლობალურ პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ ჩვენს არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ამასთან დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. რეალურად, შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ამისთვის ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, ჩვენი დიდი სურვილია ეს შედეგი გამოყენებული იყოს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის. ჩვენ ასევე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიებს გავაცანით ის პროცესები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად წარიმართება არჩევნების მეორე ტურამდე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველამ უნდა სცეს პატივი.

„საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს, შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს რასაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაცხადებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა