არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თამარ ჟვანიას პასუხისგებაში მიცემის თაობაზე განცხადებები ავანტიურისტულია

ასეთი განცხადება არის ავანტიურისტული და ამას რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ გააჩნია,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტის კითხვას, უნდა მიეცეს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხისგებაში გაყალბების გამო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ხარვეზები რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

„ეს არის კიდევ ერთი ავანტიურისტული განცხადება, როცა მიმდინარეობს ხმების დაზუსტების პროცესი, როცა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ყველაფერზე ახდენს რეაგირებას და ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც მეორე ტურამდე უნდა იყოს განხილული, ასეთი განცხადება არის ავანტიურისტული და ამას რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

თქვენ ნახეთ, რომ ყველა შესაძლო ხარვეზი, რომელსაც არსებითი გავლენა საბოლოო შედეგზე არ ექნებოდა, მაინც არის სათანადო ყურადღების საგანი და ეს არის სამუშაო, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გასწიოს. მათ აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, პარლამენტმა ამისთვის წინა პერიოდში მიიღო შესაბამისი კანონები. თუმცა, თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი საჩივრის განხილვის შედეგად „ქართულ ოცნებასაც“ მოემატა ხმების რაოდენობა, შესაბამისად, თუ ასეთი ცალკეული ხარვეზები იყო, არავის აქვს იმის უფლება დღეს თქვას, რომ ეს იყო რომელიმე ცალკეული პარტიის სასარგებლოდ,“- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა