ანა დოლიძემ 50-მდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ და მოძრაობამ „ხალხისთვის“ დიდუბის და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში 50-მდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ოქმებში მასიურად დაფიქსირდა ცდომილება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და მიცემულ და ბათილად ცნობილ რაოდენობას შორის, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ოქმებში. ასევე მისივე თქმით, ბევრ ოქმში საწერი კალმით არის გადაკეთებული რიცხვები, ხარვეზიან შემაჯამებელ ოქმებს უმეტეს შემთხვევაში არ ახლდა ახსნა-განმარტებები და ჩასწორების ოქმები.

„არჩევნების დღიდან ვაცხადებდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ჩვენს მიერ გადამოწმებული და გასაჩივრებული ოქმები სწორედ ამის დასტურია. ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და რაც მოხდა ბიულეტენებში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცესკოს. თუ არ მოხდება ამ არჩევნების სწორი შეფასება და გაანალიზება, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება კიდევ დიდი ხნით შეფერხდება. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ თითოეული ხმის და სამართლიანობის დასაცავად. საზოგადოების დაკვეთაა, ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელსაც მეც ვუერთდები“ , - აცხადებს ანა დოლიძე.

ინფორმაციას დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა