Adjarasport TV-ის არხები SilkTV-ის მომხმარებლებს თემატურ პაკეტად გაუაქტიურდებათ

5ნოემბრიდან SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2.

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport-ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს. ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება.

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის პრემიერლიგა , სერია A , ბუნდეს ლიგა • კალათბურთი: NBA, ევრო ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი • ჩოგბურთი: ATP 500 და ATP 1000 ტურნირები, როლანგაროსი, • რაგბი: 6 ერი, საფრანგეთის TOP 14 • ხელბურთი: ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი • ძიუდო: მსოფლიო ჩემპიონატი • ჭიდაობა: თავისუფალი და ბერძნულ–რომაული ჭიდაობა • ფორმულა 1 • მოტო GP • ძალოსნობა • ჰოკეი: NHL – ჰოკეის ეროვნული ლიგა • დოღი და სხვა ბევრი სპორტული სანახაობა

დამატებითი გადასახადის გარეშე „აჭარასპორტი“ერთი თვით ავტომატურად გააქტიურდება ფიზიკურ პირ აბონენტებს (DSL/ოპტიკური). ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ციფრული სატელევიზიო სერვისის „გლობალ ტვ“ -ის მომხმარებლებისთვის.

2020 წლის 5 დეკემბრიდან კი ყველა მსურველს შეეძლება თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“ სტანდარტული ღირებულებით – თვეში 3 ლარად – გაიაქტიუროს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია