Adjarasport TV-ის არხები SilkTV-ის მომხმარებლებს თემატურ პაკეტად გაუაქტიურდებათ

5ნოემბრიდან SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2.
ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport-ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს. ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება.
- ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის პრემიერლიგა , სერია A , ბუნდეს ლიგა • კალათბურთი: NBA, ევრო ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი • ჩოგბურთი: ATP 500 და ATP 1000 ტურნირები, როლანგაროსი, • რაგბი: 6 ერი, საფრანგეთის TOP 14 • ხელბურთი: ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი • ძიუდო: მსოფლიო ჩემპიონატი • ჭიდაობა: თავისუფალი და ბერძნულ–რომაული ჭიდაობა • ფორმულა 1 • მოტო GP • ძალოსნობა • ჰოკეი: NHL – ჰოკეის ეროვნული ლიგა • დოღი და სხვა ბევრი სპორტული სანახაობა
დამატებითი გადასახადის გარეშე „აჭარასპორტი“ერთი თვით ავტომატურად გააქტიურდება ფიზიკურ პირ აბონენტებს (DSL/ოპტიკური). ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ციფრული სატელევიზიო სერვისის „გლობალ ტვ“ -ის მომხმარებლებისთვის.
2020 წლის 5 დეკემბრიდან კი ყველა მსურველს შეეძლება თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“ სტანდარტული ღირებულებით – თვეში 3 ლარად – გაიაქტიუროს.
(R)
























