ამირან გამყრელიძე - ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება.

მისივე თქმით, საქართველოში შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება.

„რაც შეეხება ევროპის რეგიონს, თითქმის ყველა ქვეყანაში სიტუაცია და მეორე ტალღის მიმდინარეობა უფრო და უფრო მძაფრდება. ამის გამო, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღეს. საქართველოშიც ამ მხრივ, თანდათან ვაძლიერებთ სხვადასხვა შემზღუდავ ღონისძიებებს პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

„საკმაოდ დიდია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ჯგუფები. აქაც პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში უვლინდება პირს გარკვეული სიმპტომი, აუცილებელია დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა