სერგი კაპანაძე - საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“ ნუ ჩაყვებიან

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საოლქო კომისიებმა უბნები თავიდან აღარ გადათვალონ, რადგან ამით უბნებზე იცვლება ხმათა რაოდენობები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც სამგორის 97-ე უბნის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის შედეგად, ბიულეტენები, სადაც ოპოზიციური ხმები იყო აღრიცხული, აღმოჩნდა გამოუყენებელი ხმების დასტაში. ეს არის უპრეცენდენტო დარღვევა, რადგან გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა ილუქება მანამ, სანამ საერთოდ მოხდება ყუთის გახსნა. ანუ, როგორც ჩანს იმ უბანზე იყო სრული ვაკხანალია და ეს არის სრული საფუძველი იმის, რომ ის უბანი გაუქმდეს. როდესაც საოლქომ გადაითვალა, კი არ გააუქმა უბანი, არამედ ახალი ოქმი დაწერა და თავიდან შეასწორა ძველი ოქმი.

როგორც ჩანს, იმდენად შეეშინდათ ამ გადათვლების „ქართულ ოცნებაში“, რომ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, არცერთი სახვა უბანი თავიდან აღარ გადათვალონ, რადგან იციან, რომ ამ უბნებშიც იგივე ტიპის პრობლემებია“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს სხვადასხვა საოლქოებს, რომ აღარ გახსნან და აღარ გადათვალონ უბნები.

„მინდა მივმართო როგორც საოლქო კომისიებს, ისე მათ წევრებს და თავჯდომარეებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილონ და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ წერტილი დაუსვეს ნებისმიერი შანსს იმისა, რომ ასეთი უბნები, რომლებიც აშკარაა, რომ არის გაყალბებული, გაუქმდეს.

ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მათ კიდევ ერთი წერტილი დაუსვეს ამ უკვე გაყალბებული არჩევნების რაიმე სახით გამოსწორების შანსსაც კი“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა