გივი მიქანაძე - რაც საოლქო კომისიებთან ხდება არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

ის, რაც ახლა ხდება საოლქო კომისიებთან, ეს არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში , - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, ვითომდა კანონმდებლობით მათ აქვთ უფლება შევიდნენ და დაესწრონ იმ პროცესებს, რომელსაც საოლქო კომისიები მართავენ.

"რეალურად ჩვენ ამ წუთებში მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ოფიციალური განმარტება, სადაც იყო ჩამოთვლილი თითოეული უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ამ პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა.

ამიტომ, მათი მოთხოვნები აბსოლუტურად არალეგიტიმურია და საზოგადოების თვალში ამ სცენარს წარმოადგენენ ისე, თითქოს ხელისუფლების ორგანოები უკანონოდ არ აძლევენ შესაძლებლობას რომ შევიდნენ და დაესწრონ პროცესებს.

ამასთანავე, განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან სადამკვირვებლო პროცესში, რომ შეაფასონ და დააკვირდნენ ამ პროცესებს და მისცენ თავისი შეფასება ამ მოვლენებს იმიტომ, რომ ისინი, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ერკვევიან კანონმდებლობაში და მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი რომ საოლქო კომისიებში ამჟამად ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, აქვთ უფლება ესწრებოდნენ როგორც სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები თარჯიმნებთან ერთად, ამიტომ ეს პროცესი მართლაც გამჭვირვალეა.

არანაირი საფუძველი არ არი, რომ რაღაც ხელის შეშლა იყოს და ამ ყველაფრის ინსცენირება რაც ხდება, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციისგან კეთდება იმისთვის, რომ ვითომდაც საზოგადოებაში დანერგონ აზრი იმისა, რომ ხელისუფლება ამ წუთას მოქმედებს საზოგადოების საწინააღმდეგოდ.

ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმას და ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, ნებისმიერ ძალას , ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს", - განაცხადა მან.

ინფორმაციას "ქართლი ოცნება" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა