ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისანში საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლმა მათ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პირი, რომელმაც მათ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამუკა ნაცვალაძეა.

როგორც მან კომისიის შენობასთან მომდინარე აქციაზე განაცხადა, მამუკა ნაცვალაძე ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლია.

დეკანოიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირთან მიმართებით დამკვირვებლებმა მას უთხრეს, რომ ნაცვალაძე არაფხიზელ მდგომარეობაშია.

აქციის მონაწილეები ამ პირის დაკავებას ითხოვენ.

"მამუკა ნაცვალაძე, რომელიც არის ზონდერი ინფორმაცია გვაქვს, რომ შენობიდან დაცვის პოლიციის ფორმით უნდა გამოიყვანონ. მან იძალადა ჩვენს წარმომადგენელზე. გონს მოეგეთ ყველა ის ადამიანი, ვინც ზონდერებს და გამყალბებლებს იცავთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა