დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მომსახურების ცენტრში სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. „ასევე, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვასხვა ქვედანაყოფების შენობებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მომსახურების ცენტრში სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა