ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები ავიცილოთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.

აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა. ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც . ვფიქრობ, კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა