ირაკლი სესიაშვილი - დანარჩენი პარტიები სააკაშვილის სარევოლუციო გზაში ჩაებნენ, რომელთა მიზანია, ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან არ გაქრნენ

როგორც კი ოპოზიციის მიტინგი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებში გადაიზრდება, დაიწყებენ შტურმს, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, როცა ოპოზიციამ იცის, რომ წაგებული აქვს და არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, “ერთადერთი გზა, რომელიც თავიდანვე თავში ედოთ, ეს არის რევოლუციური გზა”.

“სააკაშვილი იქ არის თუ აქ, 20 ივნისს რისი მცდელობა იყო, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ნიკა მელია მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ და ორი-სამი საათის განმავლობაში პოლიციის წიანააღმდეგ ძალადობა როგორ მიმდინარეობდა, ყველას კარგად გვახსოვს. ოპოზიციურ სპექტრს სააკაშვილის თამადობით რომ რევოლუცია უნდა, ეს არის ჩემთვის მათი აბსოლუტურად ნათელი პოლიტიკური მომავალი. რაც შეეხება იმას, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოება და ა.შ როგორც კი მათი მიტინგი გადაიზრდება მოწოდებებში ხელისუფლების დამხობის, დაიწყებენ შტურმს და ა.შ. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად”,- განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე პროტესტისთვის რა ინტერესი აქვთ ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კარგად არ იყვნენ განწყობილნი, სესიაშვილი ამბობს, რომ მათ სურთ, ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან არ გაქრნენ.

“ვითარება არის ისეთი, რომ სააკაშვილს უნდა რევოლუცია. მას აქვს საკუთარი პარტია და მიბმულია თავისი რესურსით, დამკვირვებლებით და ისინი, ვისაც ხელფასს უხდიან, მიჰყავთ რევოლუციისკენ. დანარჩენი პარტიები ჩაებნენ სააკაშვილის სარევოლუციო გზას. მათი პოლიტიკური მიზანია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან არ გაქრნენ”,- განაცხადა სესიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი