გიორგი კანდელაკი - აღარ სჭირდება  გამოკვლევა, რომ ცესკოსთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს

აღარ სჭირდება კრიმინალს გამოკვლევა, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ცესკოს მითითების და დირექტივის გარეშე საუბნო საარჩევნო კომისიები არჩევნების შედეგებს ვერ გააყალბებდნენ.

„მხოლოდ ახლა იწყებს ზედაპირზე გამოსვლას მტკიცებულებები. დღეს ჩვენ ბევრად უფრო მეტი გაყალბების გაზომვა შეგვიძლია, ვიდრე გუშინ შეგვეძლო, რადგან უფრო მეტი ოქმი და დოკუმენტია გამოკვლეული. ხვალ და ზეგ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ეს მასალა. აქ საუბარი არც არის გაყალბების მხოლოდ ისეთ ფორმებზე, როგორიც არის მოსყიდვა, ზეწოლა, შანტაჟი, რაც ყველამ იცის, რომ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ საუბარია გაყალბების ისეთი ფორმების აღნუსხვაზე, რაც ქაღალდზეა, მაგალითად, მთელი უბნების ბიულეტენების 51% არის ნაკლებობა, მაჟორიტარულ ბიულეტენებს ვგულისხმობ, რაც არის კარუსელის პირდაპირი მტკიცებულება, ეს არის კრიმინალი. როცა მთელი უბნების 30%-ში არის პროპორციული ბიულეტენების ნაკლებობა, ესეც არის კრიმინალის და კარუსელის ნიშანი; ასევე, როცა არის ბიულეტენების მეტობა, ეს არის ჩაყრის ნიშანი.

ეს საჩივრები განხილულიც არ არის საოლქო კომისიების მიერ იმიტომ, რომ იმ ლეგენდარულ 97-ე უბანზე სამგორში, რომლის გახსნის გადაწყვეტილებაც აწ უკვე შემდგარმა დამნაშავემ ქალბატონმა ჟვანიამ მიიღო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის სასარგებლო ბიულეტენები ამ ერთ უბანზე განზრახ იყო მოთავსებული გადასაყრელ ბიულეტენებში. აქ აღარ სჭირდება კრიმინალს გამოკვლევა, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. გადასაყრელი ბიულეტენების გადაყრა კანონის თანახმად, ყუთის გახსნამდე ხდება. ჯერ ილუქება გამოუყენებელი ბიულეტენი, გადაიყაროს და შემდეგ იწყება გამოყენებული ბიულეტენების თვლა. თუ ესენი არეულია, ე.ი. ვიღაცამ იზრუნა, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. დირექტივის და მითითების გარეშე ცესკოდან, ეს შეუძლებელია. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჩივრები არც კი განიხილონ“, - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა