ჰანს კლუგე - სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს, იმისთვის რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობა ავიცილოთ თავიდან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.

„სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა და რეგიონს მძიმე დრო ელის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა კლუგემ.

მან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„პირბადეების გამოყენებითა და სოციალური შეკრებების მკაცრად გაკონტროლებით ევროპის რეგიონში თებერვლამდე 266 000 სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ,“ - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა