პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ტყის მართვის გეგმა მომზადდება

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და ტყის მართვის გეგმა მომზადდება. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს. პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები. პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.

პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა