ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ დაწესდეს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მაია ცქიტიშვილმა უკვე მოგახსენათ დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“,-განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ