მამუკა ხაზარაძე -  რა სასჯელიც არ უნდა მომცენ, ხმის ქურდებთან ერთად პარლამენტში არ დავსხდებით!

"ლელო" არის დამოუკიდებელი, არ მაინტერესებს ვინ მიდის, ან ვინ მოდის, ჩვენთვის მთავარია კანონი კანონობდეს და ადამიანს ხმის უფლებას არ ართმევდნენ,- ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს. მისი თქმით, “ლელო" ახალი ძალაა, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიანობას შეცვლის.

"ლელო" შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ერთი და იგივე მდგომარეობა, რომელშიც წლებია ჩვენი ქვეყანაა, დამთავრდეს. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეყვანა ქვეყანა ჩიხში. ამ ორმა ადამიანმა თავიანთი ამბიციებით და ჯიბრით შეიყვანა ეს ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში. მათ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. კანონი უნდა კანონობდეს. ჩვენ კი ამ მდგომარეობას შევცვლით. ამის მთავარი საწყისი კი სამართლიანი არჩევნებია. დღეს არჩევნების გაყალბების საკითხს, იმ სასამართლოში ვამტკიცებთ, რომელიც “ნაციონალებმა” ჩააბარეს ივანიშვილს. ეს უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. არ მაინტერესებს ორპოლუსიანობა, ხალხისთვის სულ ერთია ვინ მოვა ხელისუფლებაში, მთავარია მათ პრობლემები გადაუჭრას. ესაა დღეს მნიშვნელოვანი,"- აღნიშნა ხაზარაძემ.

"ლელო" თავმჯდომარის განმარტებით, მას პარტია არ შეუქმნია საკუთარი ბიზნესის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს და ქვეყანა ეკონომიკურად გააძლიეროს.

"ამ სიტუაციაში დათმობა არ იქნება. რა სასჯელიც არ უნდა მომცენ, ხმის ქურდებთან ერთად პარლამენტში არ დავსხდებით! ეს პრინციპის საკითხია. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებშიც მკვეთრად ხაზგასმულია, რომ ცესკოსა და ხელისუფლების ურთიერობა გამიჯნული არ იყო. პასუხისმგებლობა კი ეკისრება იმ ხალხს, ვინც არჩევნები გააყალბა,"- აღნიშნა ხაზარაძემ.

ინფორმაციას “ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი