დავით ჭიჭინაძე - დღევანდელი აქცია არის საკუთარი ხმების დაცვის აქცია, ხალხი უნდა მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დაიცვას

ერთადერთი ქმედითი უნარი, რასაც „ქართული ოცნება“ აფასებს და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ეს არის ხალხის სიმრავლე რუსთაველის მოედანზე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, არცერთი ამომრჩეველი ამ არჩევნებით კმაყოფილი არ დარჩენილა.

„დღევანდელი აქცია არის საკუთარი ხმების დაცვის აქცია. ხალხი უნდა მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დაიცვას. 31 ოქტომბერს მოხდა მასიური გაყალბება. როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია და ყველას გააჩნია პრეტენზია, ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი ამომრჩეველი ამ არჩევნებით კმაყოფილი არ დარჩენილა. უნდა ვისწავლოთ პროტესტი და არჩევნების დაცვა, რომელიც არის ერთადერი დემოკრატიული მექანიზმი ხელისუფლების შეცვლის. ერთადერთი ქმედითი უნარი, რასაც ,,ქართული ოცნება” აფასებს და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ეს არის ხალხის სიმრავლე რუსთაველის მოედანზე და მათი ხმა, მხოლოდ ეს ხმა ესმის „ქართულ ოცნებას” და გადაწყვეტილებებს ცვლის ამ ხმით”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა