გიგი უგულავა პარლამენტში შესვლაზე - არავინ ამაზე არ ფიქრობს, ტუტუცი ღლაპის, კობახიძის განცხადების მიუხედავად, ეს კაცი ივანიშვილის ბუდეს, მეტყველებასა და აზროვნებას შეეჩვია და იყიდე-გაყიდეთი ლაპარაკობს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბოროტ სიცრუესა და სისულელეს უწოდებს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის თაობაზე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

უგულავას თქმით, პარტიებს შორის უპრეცედენტო ერთობაა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ პარლამენტში არ შედის.

“არავინ ამაზე არ ფიქრობს, ტუტუცი ღლაპის, კობახიძის განცხადების მიუხედავად. ეს კაცი ივანიშვილის ბუდეს შეეჩვია, ივანიშვილის მეტყველებასა და აზროვნებას შეეჩვია და იყიდე-გაყიდეთი ლაპარაკობს - საქართველო ქარვასლა ჰგონია. სინამდვილე სულ სხვაა - სინამდვილე არის ის, რომ ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი პარტია ზუსტად ერთსა და იმავე აზრზეა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და “ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

“ფორმებს და მეთოდებს ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის - ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ მიზანს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება [პარტიების] ყიდვას, გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა