ცესკოსთან, მომიტინგეთა ის ნაწილიც მივიდა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან მიტინგის შემდეგ დაიძრნენ

ცესკოსთან, მომიტინგეთა ის ნაწილიც მივიდა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან მიტინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ცესკოს შენობის ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური რკინის ღობითა და ბარიკადებით, რომლის მიღმაც დგანან სამართალდამცავები. მოქალაქეებმა ღობის ნაწილი უკვე გაარღვია, ნაწილის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც მომიტინგეთა დაშლა წყლის ჭავლით უკვე მოხდა.

ამავდროულად, ისმის სპეციალური ხმოვანი სიგნალი, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

მომიტინგეები სკანდირებენ: „მონებო".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა