კახა საბანაძე - კანონის შესაბამისად, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი. როგორც საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის წინ სამართალდამცველთა მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მაშინ, როცა ძალადობამ შეიძლება პოლიციელთა ან სხვა პირების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს ჭავლი.

„პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი, მათ შორის სპეციალური საშუალება", - განაცხადა კახა საბანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა