ბოლო 2 დღის განმავლობაში კანარის კუნძულებზე 1600-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

ბოლო 2 დღის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებიდან კანარის კუნძულებზე 1600-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, მიგრანტებმა კუნძულზე მოხვედრა 20-მდე გასაბერი ნავის მეშვებით სცადეს და დახმარების აღმოჩენის გარეშე ზღვაში დაღუპვა ემუქრებოდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კანარის კუნძულებზე აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს კუნძულებზე 11 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს მათი რიცხვი 2 500-ს არ აღემატებოდა.

იხილეთ ვიდეო: ბოლო 2 დღის განმავლობაში კანარის კუნძულებზე 1 600-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა