ჰეიკო მაასი - ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამ გაუმჯობესდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამ გაუმჯობესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ გერმანიამ ვერ მიაღწია, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაეზარდა, რასაც ნატო-ს სტანდარტი ითვალისწინებს. მაასმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ამ საკითხზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მსგავსად არ გაამახვილებს ყურადღებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ კამათი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ბაიდენის დროსაც არ დასრულდება, მაგრამ სხვა სტილით წარიმართება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიიდან 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს, რაც ქვეყანაში განლაგებული ამერიკული კონტიგენტის თითქმის მესამედია. ტრამპის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ გერმანიის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს არ შეადგენს, რაც ნატო-ს სტანდარტებითაა გათვალისწინებული.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამ გაუმჯობესდება - ჰეიკო მაასი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა