სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

სახელმწიფომ საკარანტინო სივრცეში 8 თვეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკარანტინო სივრცისთვის ქვეყნის მასშტაბით სულ 211 სასტუმრო ფუნქციონირებს (ჯამში 11 486 ოთახი), სადაც 10 მარტიდან დღემდე 54 018 248.2 ლარია დახარჯული (მარტი - 5915866,43; აპრილი- 9498139,47; მაისი- 7990673,14; ივნისი- 4333515,87; ივლისი -4794903,5; აგვისტო - 7705934,74; სექტემბერი - 7018471,57; ოქტომბერი- 6760743,49).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ ხნის მანძილზე საკარანტინო მომსახურება გაუწიეს 112,762-მდე ადამიანს. მათივე ცნობით, 2020 წლის 10 მარტიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების 636 დადასტურებული შემთხვევა.

კარანტინის პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 3,580 ადამიანზე მეტი.

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა