საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს

გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 1 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შენობასთან რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა