ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება კლინიკებში და „ცხელების ცენტრებში“ უკვე დაიწყეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ტესტირებისათვის სწრაფი ტესტების ჩართვას თანდათან ააქტიურებენ. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში 991 000, ანუ თითქმის უკვე მილიონამდე PCR ტესტია ჩატარებული, ასევე ჩატარებულია დაახლოებით 500 000-მდე სწრაფი ტესტი. მისივე განმარტებით, ახალი დადგენილების მიხედვით, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება უკვე დაიწყეს კლინიკებში, „ცხელების ცენტრებში“, ასევე ამ ატაპზე, გეოგრაფიულად დაშორებულ იმ ადგილებში, სადაც PCR ტესტისტის ნიმუშის თბილისში ან უახლოეს ლაბორატორიაში ჩატანას დიდი დრო სჭირდება.

„ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადად, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა ორმაგდება. ანუ, ჩვენც უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდა გვექნება, აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, იმ პრევენციულ ღონისძიებების გატარებას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ეს არის ის ხუთი მიდგომა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდ თავშეყრებს არა და ყველაფრის გარეთ გაკეთება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მის თქმით, დღეის მდგომარეობით განაწილების მხრივ მოცემულობა ასეთია - 15 000 პაციენტიდან 4 500 არის საავადმყოფოებში, დანარჩენები კი ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ