გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძე ივანიშვილის “კლოუნებს” შორისაც გამორჩეულია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არის გამოხატულება ივანიშვილის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების საზოგადოების მიმართ. ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერებზე სამართლებრივ დევნას, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ „ნერვოტული რეჟიმის პირობებში“ არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს არ გამოვრიცხავ ამ ნერვოტული რეჟიმის პირობებში. არც პროგნოზებს არ გავაკეთებ. კობახიძე, ივანიშვილის “კლოუნებს” შორისაც გამორჩეულია, რამოდენიმეა ერთმანეთთან კონკურენციაში სამარცხვინოობის თვალსაზრისით. მისი განცხადებები არის გამოხატულება თვითონ ივანიშვილის პერსონალური, ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების საზოგადოების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი ძირი იმ კრიზისის, რაშიც შევიდა ქვეყანა ამ არჩევნების გაყალბების შედეგად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-ზე შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი „ზონდერჯგუფები“.

„ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა