ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს

ამაზე მეტი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ღირსეულ პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს, ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს კი მოუწოდებს, სახლში მიუცვივდნენ და იძალადონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლიმ სესიაშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართალდამცავებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

სესიაშვილის შეფასებით, ეს სამარცხვინო საქციელია და მიხეილ სააკაშვილის სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს, რომლის მიზნებსაც საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, სამართალდამცველების მიერ მოვალეობის ღირსეულად შესრულება ხელს უშლის.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პოლიციელები იცავენ ქვეყანას, უსაფრთხოებას, წესრიგს, თითოეულ ჩვენგანს, ეს არის მათი მოვალეობა, რისთვისაც მე პირადად მადლობას ვუხდი. ეს რეალურად არის იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და გადადის ისეთ თავდასხმებზე, სადაც თავდასხმის ობიექტები არიან ღირსეული ინსტიტუტები, პირველ რიგში, პოლიცია და თავდაცვის უწყება. მისთვის ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რომ პოლიციელები ღირსეულად, კანონის შესაბამისად, იცავენ ქვეყანას და ცხადია, ეს მის პოლიტიკურ სურვილს ძალაუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით უქმნის პრობლემებს და ეს არის მისი სასოწარკვეთილების გამოვლინება,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი