ევროკომისია 300 მილიონ დოზა "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე კონტრაქტს ხელს მოაწერს

ევროკომისია ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს. საუბარია იმ ვაქცინაზე, რომლის კლინიკურმა ტესტირებამ 90 %-იანი დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„კარგი ახალი ამბავი გვაქვს კომპანია Pfizer -დან და BioNTech Group -დან "კოვიდ-19"-ის ვაქცინაზე მათ მიერ ჩატარებული უკანასკნელი კლინიკური გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით. ევროპული მეცნიერება მუშაობს! ევროპული კომისია მალე მოაწერს მათთან კონტრაქტს ხელს 300 მილიონ დოზაზე. მანამდე კი, მოდით განვაგრძოთ ერთმანეთის დაცვა“, - წერს „ტვიტერში“ ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BBC-ის თანახმად, კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა "კოვიდ-19"-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება