სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდეს - ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა

სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ვერტმფრენი სომხეთის მთიან რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, მესამე კი სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, რომელსაც მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული 102-ე სამხედრო ბაზის მეთაურობა არკვევს, ვინ ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი სომხეთის ტერიტორიაზე.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ვერტმფრენი დასახლებულ პუნქტ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოვარდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!